გოგონა პარკში წაიყვანა და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა - საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა
1742794055
ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ პირველ მაისში,უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი 56 წლის კობა ჭითანავაა.
იგი დასთან ერთად სოფელში, საკვიკვინიოს უბანში ცხოვრობდა.
„წვიმიანი ამინდია, ეტყობა ორი ჭიქის ნასვამი იყო და გზად ფეხი დაუცურდა. მეზობლებმა ვიპოვეთ. ძალიან კარგი და-ძმაა, მშობლები დიდი ხნის წინ გარდაეცვალათ. საშუალო შემოსავლიანი ოჯახია“, - განაცხადა „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის მეზობელმა.
მამაკაცის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
შეგახსენებთ, რომ 56 წლის მამაკაცის ცხედარი, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში რამდენიმე საათის წინ, ღელეში იპოვეს.