ვინ არის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

რამაზ სვანაძე

საქართველოს 21-წლამდელთა ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. 

ახალგაზრდული ნაკრების, მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძეა, რომელსაც 3 შვილი და უმშვენიერესი მეუღლე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ რამაზმა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ გაიყვანა.

„საუკეთესო ხარ...“- წერს რამაზის მეუღლე ინსტაგრამზე და ფოტოს აქვეყნებს. 

„ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას, რადგან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შესარჩევი ეტაპიდან პირველად გავიდა, რაც ჩვენს ფეხბურთელებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს, მატებს მოტივაციასა და თავდაჯერებულობას მომავალ თაობებს. ბედნიერი ვარ, რადგან დიდი შრომა დაგვიფასდა ყველას, მათაც, ვინც დღეს ჩვენთან ერთად არ იყო, მაგრამ შემადგენლობაში მოიაზრება.

გუნდმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა – არაფრისგან გაშვებული სწრაფი გოლი, ბოლო წუთებზე გაშვებული გოლი, რომელიც ბევრზე ცუდად იმოქმედებდა, მაგრამ ამან გუნდი ვერ გატეხა – მჯერა და მწამს ჩემი ფეხბურთელების და არავისზე ნაკლებად ნიჭიერები არ არიან. მათ შეუძლებელი შეძლეს, რადგან ჩემზე კარგად არავინ იცის, რა სირთულეებს ვუმკლავდებოდით შესარჩევ ეტაპსა და პლეი ოფში.

ვფიქრობ, რომ შედეგი კანონზომიერია. ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, ჩემი პატივისცემა ხორვატ ერს და მომავალში მათ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ორი მატჩის ჯამში ჩვენ უკეთესები ვიყავით. წარმატების საიდუმლო პატრიოტიზმია, რომელმაც შედეგი გამოიღო და თამაში ლოგიკურად დავასრულეთ. შემთხვევითი არ არის, პენალტების სერია რომ მოვიგეთ, რადგან ამის გამოცდილება გვქონდა. წინ ევროპის ჩემპიონატია და გილოცავთ“.,- ამბობს რამაზი.