1751744974
VIDEO: ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობს

საქართველოს 21-წლამდელთა ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ქართველი ფეხბურთელები ხორვატიასთან სტუმრად ანგარიშით 3:2 დამარცხდნენ, თუმცა საშინაო მატჩში 1:0 გამარჯვების შემდეგ ორი მატჩის ჯამში ანგარიში 3:3 იყო და მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა.