პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოცეკვავე იამზე დოლაბერიძის შვილიშვილი, ნინო კეცხოველი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, წლებია, მისი ბებიის სახელით უცხო ქალი ხალხს ქველმოქმედებისთვის ფულს სთხოვს, თუმცა, ოჯახი მას არ იცნობს.
„ეს ამბავი მინდა იცოდეთ, სამი წელია ვიღაც ქალბატონი, „იამზე დოლაბერიძის შვილის“ სახელით, დადის კლინიკებში, სკოლებში, სალონებში მაღაზიებში... და ითხოვს ფულს იაშვილის საავადმყოფოში მყოფი ბავშვების დასახმარებლად. დაიწყო დიღომში, მერე საბურთალოზე, ახლა დადის ვაკე ვერის ტერიტორიაზე.
ვინც არ იცნობს ქალბატონ იამზეს და მის შვილებს, ალბათ ეხმარებიან კიდეც, მაგრამ როცა მათი ნაცნობი ხვდება, ის ხდება აგრესიული და გარბის. იყო შემთხვევა, იამზეს ოჯახის წევრთან მივიდა სტუდიაში და უმტკიცებდა, რომ იამზეს შვილია, ზოგს არ არსებულ „სტუდიაში“ იწვევს საცეკვაოდ.
გვაქვს ვიდეო ჩანაწერი ერთ-ერთი კლინიკიდან, სადაც ჩანს ეს ქალბატონი როგორ სთხოვს ფულს ადმინისტრატორს. ამას იმ ხალხისთვის ვაქვეყნებთ, ვინც არ იცნობთ ქალბატონი იამზეს ოჯახს, თუ მოვა თქვენთან, იცოდეთ, რომ იტყუება.“ - წერს ნინო კეცხოველი.