რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
„ლუტეციას“ დამფუძნებელ ვახტანგ ფხაკაძეს 65 წელი შეუსრულდებოდა. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საიუბილეო საქველმოქმედო საღამო გაიმართა, სადაც ერთ-ერთი სტუმარი მსოფლიო ვარსკვლავი, ლარა ფაბიანი გახლდათ.
ვახტანგ ფხაკაძის ქალიშვილმა მომღერალთან ერთად, მისი ცნობილი ჰიტი, „Je T'aime“ შეასრულა.
საღამოს სხვა ცნობილ სახეებთან ერთად მსახიობი მაკა შალიკაშვილიც დაესწრო. გთავაზობთ მის ემოციურ პოსტს.
„ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ამ სრულიად შოკისმომგვრელმა ამბავმა, როცა ოპერის სცენაზე ლარა ფაბიანი დავინახე და მერე მან და ნათია ფხაკაძემ ძალიან ემოციურად შეასრულეს მისი ცნობილი ჰიტი... ვტიროდით მთელი დარბაზი...
სიხარულის ცრემლის მომგვრელია ჩემთვის, როცა მამის სიქველე, სიკეთე, გონიერება და ჯიგარი შვილში გრძელდება! ეს ნიშნავს იმ საყვარელი ადამიანის არასდროს არსად წასვლას, ვისაც ვგლოვობთ... ამის შეგრძნება მატირებდა დღეს ყველაზე ძალიან... მადლობა პირადად შენ, ნათია, დღევანდელი საოცარი დღისთვის. მადლობა „ლუტეცია“ ჯგუფს, ჩემს საყვარელ მეგობრებს. წარმატება, წინსვლა და განვითარება კიდევ და კიდევ.
„ერთი პატარა და მშრომელი კაცი“ ( როგორც ამას თავის თავს უწოდებდა) ვახტანგ ფხაკაძე დღეს 65 წლის გახდა.
გილოცავთ ბატონო ვახო, ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, გესმოდათ, აუცილებლად. დღე - სასწაულები გრძელდება!“ - წერს მსახიობი.
ცნობისთვის, 2020 წელს „ლუტეციას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.