VIDEO: „ვიყავი შეშინებული... ვნახე ძალიან ცუდი კადრები, რაც ჩემს გონებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა...“ - ნატალია ყიფშიძე

ნატალი

„ღამის პრაიმთაიმის“ ეთერში ფოტომოდელმა ნატალია ყიფშიძემ 5 წლის ასაკში მიღებული ტრავმა გაიხსენა.

„ჩემთვის იყოს ძალიან ტრავმული, რადგან 5 წლის ასაკში ჩემს ძმასთან ერთად ვთამაშობდი საიტზე რაღაც თამაშს, რომელზეც ამოვარდა რეკლამა და ვნახე ძალიან ცუდი კადრები, რაც ჩვენს გონებაში სამუდამოდ დაიბეჭდა. ეს იყო საშინელება ჩემთვის.

ეს იყო პორნოგრაფიული კადრები... არ ვიცოდი რა იყო, ვიყავი უბრალოდ შეშინებული და მახსოვს, მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, საღამოს გველაპარაკა ოჯახში ამ თემაზე, აგვიხსნეს, რომ ეს იყო უბრალოდ ვირუსი.

მამამ აგვიხსნა, რომ ეს იყო რაღაც ვირუსული ვიდეო, რომელზეც არ გვინდოდა ამ მომენტში საუბარი. დაახლოებით 8-9 წლის ასაკში გავიარე ქალი როგორ ყალიბდება, რა შემთხვევაში უნდა იყოს და რატომ არის სქესობრივი კავშირი ამაზე შემდეგ ვისაუბრეთ...“, - ამბობს ნატალია ყიფშიძე.