პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალური ქსელის მომხმარებლების უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს, სადაც მამაკაცი წარმოუდგენელი სისწრაფით ამრავლებს ერთმანეთზე რიცხვებს და ზუსტ პასუხს ამბობს. „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ იშვიათი უნარის მქონე ადამიანი, 57 წლის გია ნოზაძეა.
ნოზაძე წარმოშობით რუსთაველია, თუმცა, ამჟამად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძეანში, დედის დანატოვარ სახლში, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
ნოზაძეებს სულ ოთხი შვილი ჰყავთ, რომელთაგან ორი ემიგრაციაშია წასული, უმცროსი გოგონა კი, მეოთხე კლასშია.
საკუთარ უნარს გია ნოზაძე მათემატიკის ჩვეულებრივ ცოდნას ეძახის. ჰყვება, რომ რიცხვების ერთმანეთზე სწრაფად გადამრავლების უნარი რუსთავის 21-ე სკოლაში, მისმა ფიზიკის მასწავლებელმა აღმოაჩინა.
„ფიზიკაში საკონტროლო დავწერეთ. მასწავლებელი მერჩოდა და ხუთიანს არ მიწერდა. ვისაც უწერდა, იმისგან გადავწერე, სადაც გამრავლება იყო შეცდომით. სახლში ჩემზე უთქვამს, გამრავლება არ იცისო. მისმა შვილმა იცოდა ჩემი უნარების შესახებ და უთხრა, ნეტავ შენ შეგეძლოს, რაც გიას შეუძლიაო. მაშინ მომაქცია ყურადღება. პირველი რიცხვები, რომლის გამრავლებაც მან მთხოვა, იყო 125*131- ზე. მერე, ფიზიკის წიგნი მომცა და რაც წესები ეწერა, ყველა გვერდი ნუმერაციით უნდა დამემახსოვრებინა. გამიყვანეს სკოლის სააქტო დარბაზში და ყველაფერი ზუსტად ვთქვი“, - ამბობს გია ნოზაძე.
90-იან წლებში, კი ის მძიმე ავარიაში მოყვა და მეხსიერებაში შეფერხებები დაეწყო, თუმცა, გამოჯანმრთელების შემდეგ, უნიკალური მათემატიკური ცოდნა კვლავ შენარჩუნებული ჰქონდა.
„მანამდე ოთხნიშნა რიცხვებსაც თავისუფლად ვამრავლებდი. ავარიის მერე, თავს აღარ ვიტვირთავ. თუმცა, ის ცოდნა სადმე კი არ წასულა. ვინ აღარ მაკითხავს, დაგეგმვაში, დაზომვაში , ანგარიშში ვეხმარები, თანაც უანგაროდ. თუმცა, არიან ისეთებიც, ჩემი დაგეგმვით, ბიზნესები მოიწყვეს და გამარჯობის თქმა ეზარებათ. ხან შეიძლება, 5-6 კილომეტრზე ფეხით მიმავალი გნახონ და მანქანაც არ გაგიჩერონ. მე, მაინც თავმდაბალი კაცი ვარ, ასე ვიცხოვრე, ყოველთვის ყველას ვეხმარები. ბოლოს გიპასუხებთ, რომ 2022*2002, 4 088 484-ია". წაიკითხეთ სრულად