პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველს ემშვიდობებიან თანამებრძოლები - რატი შურღაიას სამოქალაქო პანაშვიდი კიევის ვლადიმირის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. გარდაცვლილ მებრძოლს საქართველოში, სავარაუდოდ 4 დღეში ჩამოასვენებენ.
„სავარაუდოდ პარასკევ დილით გადმოასვენებენ დედამისი მოდის თავის შვილთან ერთად",- ამბობს ოჯახის ახლობელი.
შურღაიამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა, მაგრამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ ჩაუტარებია და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება გააგრძელა, რის გამოც მდგომარეობის გართულების შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ყოველ დღე ვურეკავდი, გადასხმებს ვიკეთებო, ახლა უკან უნდა დავბრუნდეო, წავიდა უკან და ეს მოხდა“, - აცხადებს შურღაიას ემიგრანტი ნათესავი საფრანგეთიდან.