პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიდუბის ყოვლად წმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ეს წუთია შემატყობინეს, რომ გარდაიცვალა ეს საოცარი ადამიანი და თანაც, ტაძრისკენ მიმავალ გზაზე... საოცარია ღვთის განგება... დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ყველაზე ბედნიერი იქნება, რადგან ის ჩაიკრავს გულში, ვისთვისაც მიეშურებოდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მოიხსენიეთ ახლად შესვენებული თინათინი.“ - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოხუცის ვიდეო რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
პოსტის ავტორი, ალექსი მოსიაშვილი წერდა:
„ნეტავ, გენახათ როგორი რუდუნებით ლოცულობდა თითოეულ ხატთან, მჭიდროდ მოხრილი ძლივ-ძლივობით გასწორდებოდა სანთელს დაანთებდა და თითქოს, თვალებით ეუბნებოდა სათქმელს, გამომღვიძებელს დავარქმევდი ამ ვიდეოს... ნეტავი, სინდისის ხმად იქცეს ყველა ადამიანისთვის, მაშინ, როცა კვირა დღეს ბევრი საწოლში წევს ეს და ასეთი „მდუღარე სულის“ ადამიანები არიან რეალური ძალა იმ სინერგიისა, რაც დედამიწაზე სუფევს.. ასეთები ქმნიან რეალურ ძალას, რატომაც ჯერ კიდევ ვარსებობთ ამ დედამიწაზე.. მოსიარულე სიყვარული.“
ნახეთ კადრები ↓