გაზის მიწოდება 13 600 აბონენტს შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი
1788718151
საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების წევრი ირმა ხეცურიანი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის” სტუმარია.
გადაცემაში ირმამ ძალიან ცუდი ამბავი გაიხსენა, რომელიც თბილისში შეემთხვა. როგორც გაირკვა ეტლით მოსარგებლე გოგოს ტაქსის მძღოლმა მომსახურებაზე უარი განუცხადა.
„ცოცხალი თავით საბარგული არ გამიხსნა და მეუბნება: დაიკო, ჩემი მანქანა მაღალი სტანდარტებისაა, შენ მაგ ეტლით მთელი ქალაქი მოიარე და ბინძურ საბურავებს ამ მანქანაში ვერ ჩავდებ. მომმართავს ფრაზით: ახლა ნერვები არ მომიშალო გოგო. თანაც მეუბნება, რომ მარშრუტის ფული უნდა გადავიხადო. მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ მსგავსი მიმართვები ჩვენზე ძალიან მოქმედებს და ფრთხილად იყავით თქვენს ქმედებებთან”, – საუბრობს ირმა ხეცურიანი.