ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
არსებობს თუ არა ჯადო? - ამ საკითხზე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის პრაიმთაიმში“ მსჯელობენ. როგორც ოპერის მომღერალი თამარ ივერი ამბობს, მან სახლში, უცნაური თოჯინა იპოვა.
„ჩემს ცხოვრებაში იყო აღმასვლა... მაგრამ უცებ რაღაც მოხდა... კონტრაქტზე უნდა მომეწერა ხელი და ხუთი წუთით ადრე მეუბნებოდნენ, რომ სხვას მისცეს. რისთვის დამებრალებინა არ ვიცოდი. არ მჯეროდა ასეთი რაღაცების. მოხდა ისე, რომ სახლი ვიყიდეთ და ჩემმა მეუღლემ მითხრა, „არსებობს ქალბატონი, რომელსაც მინდა სახლი ვაჩვენოო“.
მოდის ეს ქალბატონი და მე სკეპტიკურად ვუყურებდი. დაიწყო ლოცვა. უცებ, გაჩერდა და მეუბნება, წამომყევითო... ვეუბნები, რომ აქ არავინ შემოსულა. შემოვიდა, დადგა. ჭერის, ზემოთ სახურავი, აი, ამ ადგილას არის ზუსტადო. ერთადერთი ვარიანტი, რომ ჭერი ამომიჭრათო. ამოვჭერით ოთკუთხედად. ჩვენ, რომ ეს ბინა ვიყიდეთ, იქ უკვე იყო. წინა ადამიანზე იყო გაკეთებული. საშინელი სახე ჰქონდა ამ თოჯინას. გაცინებული იყო.... ადამიანის თმები ჰქონდა. წაიღეს და დაწვეს. არ იწვებოდაო... რომ დავფიქრდი, ჩემი ეს ყველაფერი დაიწყო იმ წელს, როდესაც ეს სახლი ვიყიდეთ,“ - ამბობს თამარ ივერი.