23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840
სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო ავრცელებს ვიდეო მიმართვას და აცხადებს, რომ საკუთარი ქვეყნის დატოვება ღალატია, რადგან იმ ქვეყანაში, სადაც ემიგრანტები მიდიან და მოსწონთ, ბევრი იბრძოლეს, რომ გამხდარიყო ისეთი, როგორიც დღეს არის.
„ადამიანს ტორტი რომ გინდა, ფირფიტებს ხომ არ იყიდი და მაგიდაზე დადებ, თავისით ხომ არ გაკეთდება, ხელის განძრევა სჭირდება, უნდა შეკრემო, რომ გაკეთდეს. აი, ასე უყურებენ საქართველოს ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეთ, ტორტი გინდათ, მაგრამ ხელის განძრევა - არა.
არ მოგწონთ თქვენი ქვეყანა, ჩაალაგებთ ჩანთას დ მიდიხართ, ასეთი რამ გაგიგონიათ საერთოდ?! რომ მიდიხართ ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში, რა გგონიათ, ეს ქვეყნები ასეთებად თავისით შედგა?! გაიქცნენ მოქალაქეები ქვეყნიდან და თავისით აშენდა? უბრძოლველად, უპრობლემოდ, ხელის განძრევის გარეშე.. ქართველი ხომ გამოსავალს ყოველთვის გაქცევაში ხედავს. რა გვამარცხებდა ომებში, თუ არა გაქცევა და ღალატი, ღალატია ეს აბა რა არის. ეკონომიკა არ მოსწონს, ეს, ის, გამოსავალი კი ჩანთის ჩალაგება და წასვლაა სხვის მიერ აშენებულ ქვეყანაში. რა დღეშია დღეს საქართველო, საერთოდ იცით ემიგრანტებმა?! ტელევიზიებიც აგრძელებენ ემიგრანტობის რომანტიზებას, თუ როგორი სევდიანია, სევდიანი კი არა ხალხი, ღალატია. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დატოვება არის ქვეყნის ღალატი.
სოფლები საერთოდ დამპალია, ქალაქები სოფლადაა ქცეული. ქვეყანაში იმდენად დეფიციტია ქართველის, ვეღარც გაამტყუნებ, მართლა ცარიელი და გაჩანაგებული ხომ არ იქნება, თქვენს ადგილზე სხვები დგებიან. არავინ თქვას, რომ რამე მიზეზი არსებობს საკუთარი ქვეყნის მიტოვების. თუ შენს ქვეყანაში არ მოგწონს მდგომარეობა, ამას ბრძოლა სჭირდება და იმის შექმნა, რაც სხვა ქვეყნებში მოგწონთ. თქვენ მაგ ქვეყნებში საკმარისი სოციალური ცოდნისა და ინტელექტის რესურსი გაქვთ დაგროვილი. ხომ იცით, როგორია ჯანდაცვის სისტემა, ეკონომიკური სისტემა, რა მოგწონთ, პენსიებია თუ სოციალური დახმარებები, ხოდა საკუთარ ქვეყანაში უნდა იბრძოლოთ, რომ ეს გქონდეთ. შემიქმენი პირობები და დავბრუნდები რას ნიშნავს, შენ შენი ქვეყანა მიატოვე და ვის სთხოვ, რომ ეს ტორტი გამოგიცხოს, ფირფიტები მაგიდაზე ყრია, შეკრემვა სჭირდება.
დღეს სადაც ხარ, რომელ ქვეყანაშიც ხარ, მაგ ქვეყანაში საზოგადოებამ იბრძოლა, რომ ეგეთი ყოფილიყო... შენ მისგან განსხვავებით, ისეთი ლაჩარი ხარ, ჩანთა ჩაალაგე და მხდალურად გაიქეცი. აი, ესაა სიმართლე. ემიგრანტობა არ იმსახურებს იმას, რასაც ტელევიზიები გიკეთებენ.“ - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი მიმართვაში.
ნახეთ ვიდეო ↓
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170