რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
სოფლიდან ჩამოსული ბავშვი კაჟივითაა, - ამის შესახებ ექიმი ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე აცხადებს და განმარტავს, რატომაა არის სოფელი საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის.
„პირველი, დავიწყოთ საკვებით. ჩვენს საკვებში, ყოველდღიურად, ძალიან ბევრია ისეთი მავნე ნაერთები, როგორიცაა ნიტრიტები და ნიტრატები. სწორედ ეს ნივთიერებების არის უხშირესად ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი, სოფლის საკვები კი, ყველაზე ნაკლებად შეიცავს ყველა იმ დანამატს, რომელიც გამოიყენება დღეს ინდუსტრიაში. ბავშვისთვის სოფელში დასვენება, საუკეთესოა.
მეორე, ეს არის სუფთა ჰაერი. ჰაერი, რომელიც დიდ ქალაქებშია, უბრალოდ ტოვებს უკეთესის სურვილს. ქალაქში ძალიან ბევრი მტვერია, დილით გახვალ აივანზე, გაიხედავ და მტვრის უზარმაზარი ფენა ჩანს, როგორ გინდა, ასეთ გარემოში ისუნთქო. აბა წარმოიდგინე ახლა ტყესთან ახლოს სოფელში, სადაც უამრავი ნაძვია და ეს ხეები გამოყოფენ სალბუტამოლის მსგავს ნივთიერებებს, რომლებიც პასუხისმგებელია სასუნთქი გზების სიჯანსაღეზე.
მესამე, ეს არის უზარმაზარი სივრცე სოფელში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიზიკურ აქტივობაში. ამიტომაც არის, რომ სოფლიდან ჩამოსული ბავშვი კაჟივითაა.
სწორედ სოფელში გვაქვს ერთად ყოფნისთვის მეტი დრო, რაც ნამდვილად არაა მხოლოდ სიტყვები. ქალაქში ყველანი ვართ ან ტელეფონებთან ან ტელევიზორებთან. ეს სოფლში ნაკლებადაა და მეტი დრო რჩება ერთმანეთისთვის.
სუფთა წყალი სოფელში, არის არანორმალურად სუფთა. სოფლის შემთხვევაში გარემო ძალიან სუფთაა, დაბალია ტყვიის შემცველობა, რაც თავის მხრივ ახდენს ყველა იმ დაავადების პრევენციას, რომელსაც მაღალი ტყვია იწვევს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
„4 კედელი... ამის იქით, არაფერი მაქვს ნანახი ცხოვრებაში“ - გიორგი ღოღობერიძე
წნევის მატების მიზეზები, რომლებიც უწამლოდ გვარდება - გიორგი ღოღობერიძის რჩევები