რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" საუბრობს, როგორ უნდა მოაგვაროთ მაღალი არტერიული წნევა მედიკამენტების გარეშე და ამავდროულად, პრობლემის ყველაზე ხშირ მიზეზსაც ასახელებს:
ყველაზე კარგი გზა, რომ წნევა შეამციროთ, სხეულის წონის კლებაა. ჭარბი წონა მაღალი არტერიული წნევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.
თუ სხეულის მასის ინდექსი, 25-ზე ზემოთაა, ლოგიკურია, რომ მაღალი არტერიული წნევა გექნებათ. ამიტომ, შეეცადეთ, რომ წონა დაწიოთ. თუკი წონას 1 კილოგრამით მაინც შეიმცირებთ, არტერიული წნევის მაჩვენებელი 1 ერთეულით მაინც შემცირდება. მაღალ არტერიულ წნევად ითვლება ის სიტუაცია, როდესაც სისტოლური არტერიული წნევა მეტია 140 ერთეულზე, ხოლო დიასტოლური არტერიული წნევა მეტია 90 ერთეულზე.
შესაძლოა, მარტო ერთი იყოს მაღალი, ან მარტო მეორე, ან კიდევ ორივე ერთად. როგორც აღვნიშნე, თუკი 1 კილოგრამით დაიკლებთ, წნევა 1 ერთეულით შემცირდება. თუ 10 კილოგრამით დაიკლებთ, წონაც 10 ერთეულით შემცირდება.