10 თებერვალს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1770658783
"კურიერი P.S.-ის" რესპონდენტი მსჯავრდებული პაციენტია - კაცი, რომელსაც წლების განმავლობაში, მძიმე სენის დამარცხება სურდა, თუმცა დამოუკიდებლად ვერ შეძლო. ნარკოდამოკიდებულებამ კი, საბრალდებო სკამზეც დასვა.
მოსამართლემ 4 თვის წინ გადაწყვიტა, რომ 1 წლიანი პატიმრობის ნაცვლად, პატიმარი ნარკომანიის სავალდებულო მკურნალობის ცენტრში მოთავსდეს.
ამბობს, რომ სავალდებულო მკურნალობისას, კლინიკაში, მკვლელ ნივთიერებაზე დამოკიდებულების პრობლემა სრულად გაიაზრა და სენს ბრძოლა საბოლოოდ გამოუცხადა.
მსჯავრდებული პაციენტები ნარკოდამოკიდებულებას ცენტრში ექიმებთან და ფსიქოლოგებთან ერთად ებრძვიან.
"კურიერი P.S.-ს" ამოქმედებიდან 5 თვის შემდეგ, სავალდებულო მკურნალობის ცენტრში 20 მსჯავრდებული პატიმარი დახვდა. ინოვაციური კლინიკის გახსნის შემდეგ, ეს პირველი პაციენტი მსჯავრდებულები არიან. რამდენიმე მათგანმა დეტოქსიკაციის რთული ეტაპი უკვე გადალახა და კლინიკიდან გასაწერად ემზადება. ამ საკითხს სპეციალური კომისია გადაწყვეტს.
სავალდებულო მკურნალობის ცენტრი ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში გაიხსნა. ერთის მხრივ, გამკაცრებული კანონები და მეორეს მხრივ, ზრუნვის კომპონენტი - ნარკოდანაშაულის პრევენციის მიზნით ამოქმედებული ცვლილებები ინიციატორებს პოზიტიურ მოლოდინებს უქმნით.
რეფორმის შემდეგ გამოკვეთილ საჭიროებებზე სამთავრობო უწყებები ერთობლივად მუშაობენ. ჯანდაცვის მინისტრმა "კურიერი P.S.-თან" ინტერვიუში უკვე არსებული შედეგები შეაჯამა. ნარკომანიის სავალდებულო მკურნალობის ცენტრის დატოვების შემდეგ, ყოფილ პაციენტებზე მონიტორინგი გაგრძელდება.
სავალდებულო მკურნალობის კიდევ ერთი ცენტრის მოწყობა იგეგმება - ამჯერად დასავლეთ საქართველოში.
მძიმე სენთან ბრძოლაში, პირველ ეტაპზე გამარჯვებულები კლინიკას მომდევნო დღეებში დატოვებენ, მათ შორის შესაძლოა იყოს ჩვენი რესპონდენტი.