პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ძლიერი ყინვის, ინტენსიური თოვის, ქარბუქის, უხვი ნალექისა და ცუდი ხილვადობის გამო ღამით რიკოთის უღელტეხილზე პრობლემები შეიქმნა. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალა. თუმცა ამ დროისთვის მანქანების გადაადგილება უკვე შესაძლებელია. ღამით გზის სავალი ნაწილი ჩახერგა წაქცეულმა ხეებმაც.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანდა გვირაბთან ახლოს, კლდიდან ჩამოსული მიწის მასაც. იყო ავტოსაგზაო შემთხვევებიც.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში გზის განწმენდას ცდილობდნენ, ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალაც. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა გაავრცელა განცხადება, რომ ვერ შესრულებული ფრენის ბილეთებს მგზავრებს გადაუცვლიან.