პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რა დროსაც ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა, საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებულია.
როგორც ცნობილი გახდა, ავარიის გამო ჩაკეტილი მონაკვეთი გაიხსნა, თუმცა, ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან, რადგანაც საავტომობილო გზაზე ძალიან დიდი საცობია.
მოძრაობას უამინდობა და უხვი ნალექიც აფერხებს.
როგორც ,,პრაიმტაიმს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, რიკოთზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ისე ადამიანური რესურსი, რათა გზა თოვლისგან გაიწმინდოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა ქუთაისის აეროპორტმა.
,,დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვისა და უამინდობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის უღელტეხილის გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებით ხორციელდება. გზა პარალელურ რეჟიმში იწმინდება, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება ხდება დაბალი სიჩქარით.
ჩვენ მიერ მყისიერად იქნა გაფრთხილებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რათა გზებზე შექმნილი ვითარების გამო, დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან.
აღნიშნული შეეხება გამთენიისას დაგეგმილ რეისებს: ათენის რეისზე რეგისტრაციის დასრულების დრო 05:30 საათია, ბერლინის რეისზე კი - 06:00. გვსურს განვმარტოთ, რომ რეგისტრაციისა და ჩასხდომის დაწყება/დასრულების დროს საზღვრავს და მკაცრად რეგულირდება ავიაკომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი განრიგების შესაბამისად.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კოორდინაციაში ვიმყოფებით შესაბამის უწყებებთან - საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საპატრულო პოლიციასთან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ და გზის გახსნის შემთხვევაში უპირველესად ქუთაისის აეროპორტისკენ მომავალ ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს გაატარებენ.
არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენეთ ავიაკომპანია Wizz Air. რადგან შექმნილი ფორსმაჟორული ვითარების გამო, დაგვიანების შემთხვევაში, არ დაზარალდნენ მგზავრები", - აღნიშნულია განცხადებაში.