ელ-ნინიო ძლიერდება, პლანეტას ამინდის ანომალიები 2027 წლის თებერვლამდე ელის - გაერო
1791486845
ვატოპედის მონასტრიდან არის ჩამობრძანებული ხატი, რომელსაც უამრავი სასწაული უკავშირდება. ეს ხატი უკვე 1 წელია დიდ დიღომში ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარშია. ამ ხატთან დაკავშირებით უამრავი სასწაული ისტორიაა არსებობს ერთ-ერთის შესახებ „დილა მშვიდობისა“ საქართველოს გადამღებმა გუნდმა სიუჟეტი მოამზადა.
ცირა კუტივაძეს, რომელსაც 5 თვის წინ აგრესიული ფორის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, ამ სასწაული ხატის და უფლის რწმენით ურთულესი დიაგნოზის დამარცხება შეძლო.
„დიაგნოზი, როდესაც დამისვეს ისე მშვიდად მივიღე თითქოს ეს უფლის საჩუქარი იყო. ყველაფერში უფლის რწმენა მეხმარებოდა, ეს ნამდვილად რთული დაავადება და ირგვლივ ხალხი ძალიან შეშინდა, თუმცა მე ვაძლევდი ყველას იმედს, რომ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნებოდა. შემდეგ ამ ხატის შესახებ გავიგე და დავიწყე საჯანმრთელო ლოცვაზე სიარული. გამომეცხადა ჩვენი პატრიარქი მისი დაკრძალვის მეორე დღეს, ორი წრე გააკეთა და საოცარი მადლი გამოვიდა თითქოს ჩემზე. ვიძახდი, რომ პატრიარქის ამ ძალას ვერ გავუძლებდი, მან კო პირჯვარი გადამსახა და გავიდა.
ჩემი სიმსივნეც მეორე სტადიის იყო, ექიმმა რომ მითხრა ჩემი დიაგნოზის შესახებ ვუთხარი მეტასტაზები არ იქნება წასული, რადგან პატრიარქმა გამკურნა-თქო. ამის შემდეგ - მამაო იანეს ხელით შეხების სითბო ვიგრძენი და მან თქვა, რომ განკურნებულია ეს ქალიო, ეს იყო 25 ივლისს და როცა კლინიკაში მივედი გავიგეთ, რომ ჩემი სიმსივნე ასეთ მოკლე დროში და თან ასეთი რთული ფორმით უკვე დამარცხებული იყო,“, - იხსენებს ქალი.