რატომ არის ლიფტში სარკე? - მიზეზები, რომლებზეც შეიძლება არც გიფიქრიათ
1732743229
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ კადრებში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ,,ნევროტული მდგომარეობა" ჩანს.
,,რთულია ამ კადრების ნახვა... გულგრილად ვერ უყურებ ადამიანი. ვხედავ მის ნევროტულ მდგომარეობას...
არ ვამბობ, რომ ფსიქიკური დაავადებაა, ღმერთმა დამიფაროს, არა. მაგრამ არის მდგომარეობები, როცა საჭიროა მათი (ფსიქიატრიული ექსპერტების)ჩარევა, მით უმეტეს, როცა დიაგნოზში ცალსახად ფიგურირებს ანორექსია. ის რომ მისი აგრესია თვალნათელია, ჩვენ ამას ვხედავთ, თან ისეთი პირების მიმართ, ვინც არ შეიძლება ამის ადრესატი იყოს.
სიმულაცია არის თუ არა, ეს არის კონკრეტული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის საგანი. ან ეს არის ავადმყოფობა ან სიმულაცია, აქედან უნდა გაკეთდეს არჩევანი, აქ არის ორი ექსპერტიზა ჩასატარებელი", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში -"ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე".