VIDEO: ნინი ქარსელაძემ სოციალურ ქსელში მიღებული მესიჯების გამო გამომძიებელს მიმართა

ქარსელაძე

„რუსთავი 2“ -ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმარი, მომღერალი ნინი ქარსელაძეა. 

გადაცემის თემა იყო, სიტყვის თავისუფლება თუ კიბერბულინგი. 

ნინის თქმით, მან სოციალურ ქსელში მიღებული ესემესების გამო გამომძიებელს მიმართა. 

„მე მივმართე პროკურატურას, მქონდა შემთხვევა, ძალიან დიდი თავდასხმა იყო ჩემზე. რომ მივიტანე ამონაწერი ესემესების, გამომძიებელი ისე შეწუხდა, ბოდიში მომიხადა, ვერ წაიკითხა ისეთი რაღაცები ეწერა. 

მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ უწმინდესმა ქადაგებაში თქვა, სიტყვას დიდი ძალა აქვსო და კარგად დაუკვირდით რას იტყვით, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თქვენ დაგიბრუნდებათ და სამწუხაროდ ჩვენამდეც მოდის“,- ამბობს ნინი ქარსელაძე.