პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ერთ-ერთ გადაცემაში კითხვაზე, „ორსულობისას ბავშვი ცნობილი ქართველი ექიმის გამო დაკარგეთ?“
უპასუხა „კი“.
მოგვიანებით კი მან მომხდარის დეტალებზე ისაუბრა:
„ძალიან ბევრი წელი გავიდა და ამ თემაზე ცუდად ვხდები, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 17, 18 წელი გავიდა.
ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ძალიან ბევრი ბავშვი მინდოდა. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და ვფიქრობდი მომენტზე, როცა სახლს დავალაგებ და შემოვარდება ოთხი ბავშვი და ყველაფერს გადაჯეგავს. ასე მქონდა ჩემი ცხოვრება წარმოდგენილი. თუ არ იმოქმედე, ბავშვები თავისით არ მოდის. ამიტომ მე და ჩემი პარტნიორი ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ჩვენს გეგმას მივყვებოდით.
მეორედ დავორსულდი და ძალიან გახარებული მივდიოდი სამსახურში. ვიფიქრე, სამსახურში მისვლამდე, მივირბენ ეხოზე დავრწმუნდები, რომ ორსულად ვარ და ბევრად უფრო ბედნიერი წავალ სამსახურში.
თბილისის ერთ-ერთ ცნობილ ინსტიტუტში მივედი, მანქანის გასაჩერებელი არ იყო და გარეთ „სტაიანკაზე“ ვინც იდგა, ვთხოვე, ორი წუთი შევირბენ და გამოვალ-მეთქი.
შევარდი ინსტიტუტში, არ იყო ჩემი ექიმი, მაგრამ ვინც იყო, მასთან გადავწყვიტე ეხოს გადაღება, რადგან მისი დასტური ძალიან მინდოდა.
დამადო მან თავისი აპარატი და თავის ასისტენტს ეუბნება, კარდიოლოგი აქაა? ანეზთეზიოლოგი აქაა, რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემს თავს კარგი არ ხდება.
ქაოსია, შემოვარდა ვიღაც კაცი, რაღაცები დამაწება ტანზე, ვიღაცამ ფეხსაცმელი გამხადა და მოკლედ დიდი ამბავია ჩემს თავს.
რა ხდება, ვეკითხები და მეუბნება, სასწრაფო საოპერაციო ხარ, თორემ მოკვდებიო. შენ რომ ახლა ადგე და მანქანამდე მოხვიდე, სისხლისგან დაიცლები და მოკვდებიო.
1000 დოლარზე მეტი ღირდა, რაც ჩემთვის უნდა გაეკეთებინათ, ალალად ვუთხარი, არ მაქვს – მეთქი.
ჩემს პარტნიორს დავურეკე. მითხრა, „ინტუიცია მკარნახობს, რომ არასწორ ადგილას ხარ, ადექი და წამოდიო“. გავუთიშე და ტირილი დავიწყე.
ჯერ ერთი იმიტომ, რომ სანუკვარ ბავშვს ვკარგავ, მეორე, რომ ქმარი არ მყავს და ბავშვს ისე ვაჩენ და მესამე ის, რომ პატრონი არ მყავს, მარტო ვარ და საოპერაციო ვარ.
მოკლედ, გამიკეთეს ოპერაცია, უქმროდ და უფულოდ, მენდნენ, რომ ფულს მოვუტანდი…
ნარკოზიდან რომ გამოვედი, ქალი მეუბნება, შენ არაფერი გჭირსო“, – გულისტკივილით აღნიშნა ნანიკომ.
ნანიკო ამბობს, რომ ამ დრომდე არ გაუმხელია ცნობილი ექიმის ვინაობა და დასძინა, რომ დიდი იმედი აქვს, რომ თვითონ წუხდება იმით, რაც გააკეთა.