VIDEO: ნახეთ, საქართველოს ნაკრების გასამხნევებლად შექმნილი „მგზავრების“ ახალი კლიპი

მგზავრების კლიპი

„მგზავრების“ ახალი სიმღერა „საქართველოა“ ახლახან გამოჩნდა „იუთუბის“ პლატფორმაზე.

სიმღერა ჩაწერილია და კლიპი გადაღებულია, მათ შორის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გასამხნევებლად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჩვენი გუნდის ისტორიული, პირველი თამაში ხვალ, 18 ივნისს შედგება.

სიმღერა უკვე აიტაცეს სოციალურ ქსელებში.

კლიპში გიგი დედალამაზიშვილი თავის მეუღლესთან, მარინა კარპისთან ერთად გამოჩნდა.