1746733863
VIDEO: ჯუანშერ ბურჭულაძის ვაჟის ნიშნობა, წინანდალში გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ვაჟის ნიშნობა, გუშინ წინანდალში გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა.
დათუნა ბურჭულაძის რჩეული ქართული ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი, წალენჯიხელი ზოზია ქარდავაა.
წყვილის ქორწილის ამსახველი ფოტო-ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
რაც შეეხება ბურჭულაძეების მრავალშვილიან ოჯახს, თავდაცვის მინისტრი რვა შვილის მამაა.
„ენით აღუწერელი ზღაპრის ულამაზესი გმირები
უფალმა გამრავლოთ და გაუნელებელ სიყვარულსა და ბედნიერებაში გაცხოვროთ" -წერენ სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა წყვილი ივლისის თვეში დაინიშნა.