VIDEO: „გამოჩნდება ხალხი, რომელსაც არ ელით!“ - ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება

ლელა კაკულია

ქართველი ნათელმხილველი ლელა კაკულია 2024 წლის 24 ივლისის წინასწარმეტყველებას საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ვიდეომიმართვაში ლელა კაკულია ამბობს, რომ ქართულ ასპარეზზე ახალი პოლიტიკოსები გამოჩნდებიან.

„დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, გამოჩნდება ხალხი, რომელსაც არ ელით. ამჯერად არ დავასახელებ, ისინი დიდი ხანია დასახელებული მყავს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ. ეს ხალხი საქართველოს პოლიტიკას შეცვლის. გაიხსენეთ ჩემი ნათქვამი. კავკასიაში იქნება NATO-ს შტაბ-ბინა და ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო, საქართველოა“, - ამბობს ლელა კაკულია.