VIDEO: „ძალიან რთულია ამ ყველაფრის თქმა...“ - ზურა გორგაძის ემოციური მიმართვა დედას, რომელმაც ყველა აატირა

წამყვანები

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანმა ზურა გორგაძემ ეთერიდან დედას დედის დღე ემოციურად მიულოცა. 

„დავიწყებ იმით, რომ ძალიან მიყვარხარ და ორიგინალური არც ვიქნები. ვფიქრობ ხოლმე, რა ფენომენი ხარ მაგრამ, ასე ცალსახა პასუხი არ მაქვს და არც არასდროს მექნება. რაც არ მახსოვს ვერ მოგიყვებით, თუმცა რაც ჩემს ცნობიერს ახსოვს თუ რა გაუკეთებია დედას ჩემთვის შეიძლება ითქვას, რომ ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. 

ბავშვობაში გულზე პრობლემა შემექმნა და იმის გამო, რომ მაშინ ჩემი ოპერაცია საქართველოში არ კეთდებოდა, დედა პირდაპირი მნიშვნელობით დაიწყო კარდაკარ სიარული საავადმყოფოებსა და სამინისტროებში, რომ გაერკვია საერთოდ რა მჭირდა. ცდილობდა როგორმე ქვეყნიდან გავეყვანე და  მახსოვს ჯანდაცვის სამინისტროში იმდენჯერ ჩამოდიოდა რაიონიდან, რომ შენობაში ყველა იცნობდა აბსოლუტურად. იმის გამო, რომ მსგავსი დაფინანსების მოპოვება მხოლოდ ერთეულებისთვის არსებობდა მაშინ დედა მინისტრთან შეიპარა. მახსოვს დაცვა კართან დაეწია, მაგრამ მისთვის ესეც არ აღმოჩნდა დაბრკოლება და შვილის გადასარჩენად გააფრთრებულმა მაინც მოახერხა მასთან შესვლა და დაფინანსების მოპოვებაც შეძლო. 

ძალიან რთულია ამ ყველაფრის თქმა, მაგრამ ძალიან მინდა ვუთხრა ეს ყველაფერი ეთერში, რადგან მაქვს ამის ფუფუნება...

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მის გარეშე მე თუნდაც აქ თქვენს წინაშე ვერ ვიქნებოდი, ვერ შევიყვარებდი ხელოვნებას, ვერ ჩავაბარებდი თეატრალურ უნივერსიტეტში, არ მექნებოდა ის უნარ-ჩვევები რაც მან შემძინა. 

არ ვიცი რამდენი სიგიჟე და წარმოუდგენელი, რამ გავიხსენო დედაჩემის ჩადენილი ჩემი და ჩემი გამო. ალბათ მთელი წლის ეთერი არ მეყოფა ამაზე სალაპარაკოდ...“, - ამბობს წამყვანი.  

ნახეთ ვიდეო