პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელში ემიგრანტების ჯგუფში სამაგალითო დედაშვილობის ემოციური ამბავი ვრცელდება.
„ეს ამბავი სამაგალითო დედაშვილობაზეა ! იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს შვილი ! თუ ჩემი ნაწერი აბდაუბდა მოგეჩვენოთ, მაპატიეთ, რადგან მართლა ვერ ვუყრი სიტყვებს თავს, მხოლოდ ის მინდა აუცილებლად ყველამ, ყველამ წაიკითხოს ეს პოსტი .
ქალბატონი მარინას ამბავი იცით, მას თავზე სასწრაფო გადაუდებელი მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა და 6 თვე სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა. როგორც კი წამიერად გონზე მოდიოდა, მისი სურვილი მხოლოდ მშობლიურ სახლში დაბრუნება იყო... ასე მარტივი არ აღმოჩნდა... მაპატიონ მისმა შვილებმა, მაგრამ უნდა დავწერო, ემიგრაციამდე დიდი ბრძოლა ჰქონდათ სახლში დარჩენილიყო, თუმცა ქალბატონი მარინა კატეგორიული იყო და მაინც დაადგა ამ მძიმე გზას...მძიმე გზას, მძიმე ბედით.
როგორც კი დედა ცუდად გახდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც მან სახლში წაყვანა ისურვა, აღარ გაჩერებულან, ყველა გზას მიმართეს! სიტუაცია დღითი დღე მძიმდებოდა. რამდენიმე დღის წინ როცა თხოვნით მოგმართეთ 7000 ევროს შესაგროვებლად, ყველაფერი გააკეთეს, პროცენტებითაც ისესხეს და ეს თანხაც იშოვეს, ვერ დაველოდებოდიო, დედა სასწრაფოდ უნდა ჩავიყვანოო მის მიწაზე, მის სახლში, თუნდაც გზაში დაიღუპოს, აქედან მაინც უნდა წავიყვანოო !! ვერ წავალო ისე აქედან!
რატომ ?! -“ მერე ჩემ შვილებს რა პასუხი გავცე, დედაჩემი მივატოვეო ? მაგალითი უნდა ვიყო ჩემი შვილებისთვის, რომ მშობელი არასოდეს მიატოვონო და ასეცაა, იქცევიან კიდეც ამის მაგალითად ქალბატონი მარინას შვილები მარტო საკუთარი ოჯახისთვის კი არა, ყოველი ჩვენგანისთვის !
იმაზე წერით თავს არ შეგაწყენთ, რატომ დაბრკოლდა და რატომ შეექმნა პრობლემები, ამაზე სხვა დროს !!! კი, სხვა დროს იყოს და თან აუცილებლად, რომ ამ უცხო მიწაზე ადამიანები ერთმანეთს კი არ უნდა ვღალატობდეთ, გვერდით უნდა ვედგეთ !!! როცა ქალბატონი მაია გიგაურის საშუალებით მასზე და მის პრობლემებზე გავიგე და შუაღამისას შევხვდით, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ადამიანი არასოდეს მენახა, დაბნეული და სასოწარკვეთილი... გინახავთ როგორ ხდება ადამიანის ტრანსფორმაცია ? რამდენიმე საათში სხვა ადამიანად იქცა, იმედით და ძალით სავსე! უამრავი, აბსურდული პრობლემის მიუხედავად შეძლო, დიახ შეძლო და დედა წაიყვანა საქართველოში !
რამდენიმე საათის წინ, საკუთარი სახლიდან სულ 1 საათის სავალ გზაზე, ქალბატონი მარინას სულმა სამუდამოდ განისვენა და სამაგიეროდ დაგვიტოვა მაგალითი იმისა, როგორი შვილები უნდა გაზარდო! „ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა!“-ო და მიუხედავად ამხელა ტრაგედიისა, მაინც ბედნიერი ვარ რომ ასეთი დედის გაზრდილი სამაგალითო შვილი გავიცანი!! წასვლისას მითხრა, მეც ვეხვეწებოდი აქ ქალებს, თავებს მიხედეთ და თქვენს შვილებსაც ნუ ჩააგდებთ ჩემს მდგომარეობაშიო, მაგრამ თქვენც აუცილებლად უთხარით ყველასო ! ერთმანეთი კი იმაზე მეტად გიყვარდეთ ვიდრე ახლა და ერთმანეთის იმედად იყავითო !
გაზაფხულის პირველ დღეს საკუთარ მიწაზე დალია სული, დედის დღეს მისი შვილები მშობლიურ მიწაზე დაკრეფილი ყვავილებით მიულოცავენ უკვე იმქვეყნად და მერე რა, რომ ის მათ გვერდით აღარაა, სამაგიეროდ მისი არსებობით მართლა დაგვიტოვა დედა-შვილობის მაგალითი, ასე საოცრად გაზრდილი შვილებით! მართლა ძალიან მიმძიმს წერა და ვიცი ეს ტექსტიც არეული იქნება, მაგრამ მინდა ქალბატონი მარინას და მისი შვილების ისტორია იქცეს მაგალითად დედებისთვისაც და შვილებისთვისაც, განსაკუთრებით აქ, ემიგრაციაში მყოფებისთვის! გთხოვთ, მიხედეთ საკუთარ თავებს, გთხოვთ მიხედეთ მშობლებს ! გთხოვთ ადამიანებო გაეცით სიკეთე, ვინ იცის იქნებ მხოლოდ თქვენი ერთი სიტყვა შველიდეს ადამიანს ! ნათელი ქალბატონი მარინას სულს.
ალალი იყოს მის გულზე დაყრილი მშობლიური მიწა ! უამრავი ადამიანის გულწრფელი ლოცვა აძლიერებდა ალბათ და მიუხედავად იმისა, რომ ექიმებს იმედი არ ჰქონდათ ქვეყნის დატოვებას მაინც თუ შეძლებდა, ალბათ ამ ძალით შეძლო რომ ჩაეღწია საკუთარ მიწაზე და იქ დაელია სული.
ახლა კი ასევე უამრავი ადამიანის გულწრფელი ცრემლი მიყვება. ჯგუფის ადმინისტრაცია ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ დიდ ტკივილს, იცოდეთ რომ თქვენი შეუპოვრობით მართლა იქეცით დედა-შვილობის და ზოგადად ოჯახის მაგალითად! გფარავდეთ უფალი, ღმერთმა გამრავლოთ და გაბედნიეროთ.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ქალბატონ მარინას სულს“, - წერია პოსტში.