1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მომღერალი დიანა ღურწკაია საშინელ მდგომარეობაშია და ტელეფონს არ პასუხობს.
მომღერალმა ალენა კრავეცმა mk.ru-სთან საუბარში თქვა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დიანა ღურწკაია "საშინელ მდგომარეობაშია".
„დიანა საშინელ მდგომარეობაშია. კარგი არაფერია. მეგობრებიც ცდილობენ მას არ დაურეკონ, რადგან ასეთ პერიოდში სჯობს არ შევაწუხოთ“,- ამბობს მომღერალი.
ცნობისთვის, პიოტრ კუჩერენკო 20 მაისს 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს კი გარდაიცვალა. კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ასევე ნახეთ:
გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა
VIDEO: „იავნანა ფეხმძიმეთათვის" - ლიზა ჩიჩუას შესრულებამ სოცქსელი დაიპყრო