VIDEO: „დღეს ძალიან მოულოდნელი რაღაც მოხდა... ბედის ირონიაა“ - რას წერს ცნობილი მოგზაური

სოსო ნებიერიძე

ცნობილი მოგზაური სოსო ნებიერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ იაპონიის ვიზაზე უარი მიიღო.

„დღეს მივიღე იაპონიის ვიზაზე უარი. იაპონიაში აქამდე ნამყოფი ვარ და თავის დროზე ვიზაც ძალიან მარტივად ავიღე. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ ვღელავდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ მივიღებდი ვიზას და 1 მაისს გავფრინდებოდი ტოკიოში, უკვე დაგეგმილ ჯგუფურ ტურში.
ჩემდა მოულოდნელად, ვიზა არ მომცეს. მიზეზი უცნობია და არ მითხრეს. კონსულმა ასე გადაწყვიტაო, მხოლოდ ეს იყო პასუხი. ჯგუფის თითქმის ყველა წევრს მისცეს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

არადა, იაპონიის კარგად წარმოჩენა და ქართველებისთვის ამ ქვეყნის უკეთ გაცნობა იყო ჩემი მიზანი“, - წერს სოსო ნებიერიძე.