„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
ავსტრალიურ ავიაკომპანია Qantas-ის მონაცემთა ბაზაზე კიბერთავდასხმის შედეგად ექვს მილიონამდე მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპარეს..
ავსტრალიურმა ავიაკომპანიამ აღმოაჩინა „უჩვეულო აქტივობა“ იმ პლატფორმაზე, რომელსაც მისი საკონტაქტო ცენტრი იყენებს ექვსი მილიონი ადამიანის მონაცემების შესანახად. დარღვეული მონაცემები მოიცავს: სახელებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს, ხშირი მგზავრის ნომრებს.
დარღვევის აღმოჩენისთანავე, Qantas-მა „დაუყოვნებლივ მიიღო ზომები და შეზღუდა სისტემაზე წვდომა. კომპანია ჯერ კიდევ იძიებს დარღვევის სრულ მასშტაბს, მაგრამ ელოდება, რომ მოპარული მონაცემების წილი იქნება „მნიშვნელოვანი“.
კომპანიამ საზოგადოებას დაუდასტურა, რომ პასპორტის დეტალები, საკრედიტო ბარათის მონაცემები, პირადი ფინანსური ინფორმაცია, ხშირი მგზავრის ანგარიშები და პაროლები სისტემაში შენახული არ ყოფილა.
„ჩვენ გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ჩვენს მომხმარებლებს და ვაცნობიერებთ იმ გაურკვევლობას, რასაც ეს გამოიწვევს“, – განაცხადა Qantas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანესა ჰადსონმა.