პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო მფრინავი ზაზა ლორია, რომელსაც 37-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.
ზაზასთვის მფრინავობა ბავშვობის ოცნება იყო. სკოლის დასრულების შემდეგ საავიაციო სასწავლებელში ჩააბარა და ამ ოცნების ასრულებისთვის ყოველდღიურად მუშაობდა.
ზაზა ლორია „იმედის გმირების“ სიუჟეტში ერთ-ერთ რთულ ფრენას იხსენებდა მყინვარწვერზე. მაშინ მაშველებმა ვერტმფრენიდან გამოძრომა მოახერხეს. გუდაურის ოპერაცია კი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
„საერთოდ, ვერტმფრენს უკნიდან როცა უბერავს ქარი, ეს ძალიან ცუდია, ყოველთვის შევდივართ წინა მხრიდან როდესაც გვიბერავს ქარი, მაგრამ მთებში ქარი ძალიან ხშირად იცვლება და აი, დაჯდომის მომენტში შეიცვალა ქარი და ვერტმფრენმა დაიწყო ვარდნა. ერთი რაც მოვასწარით, წამების ამბავი იყო, შემოგვეტრიალებინა ვერტმფრენი და გადაგვეგდო ხეობაში, მოგვცა იმ წამება საშუალება რომ გამოვმძვრალიყავით და წამოვსულიყავით. ასეთ დროს ალბათ არ ფიქრობ რომ პასუხისმგებლობა გაქვს, ხარ თავჩახრილი და მექანიკურად მოქმედებ, რომ გადაარჩინო ვერტმფრენი და გამოიყვანო ამ რთული მდგომარეობიდან”- იხსენებდა მფრინავი ორი წლის წინ.
გადაცემა „იმედის გმირებმა“ მფრინავ ზაზა ლორიაზე 2 წლის წინ სიუჟეტიც მოამზადა.
ცნობისთვის, გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას 8 ადაიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.