1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული ტელეწამყვანი, სამორი ბალდე, წლებია, რაც ტელეეკრანებიდან გაქრა და როგორც აღმოჩნდა, ის ამერიკაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
ყოფილი ტელესახე განმარტავს, რა გზა გაიარა იმისთვის, რომ ამერიკაში თავი დაემკვიდრებინა.
„საკმაოდ რთულ ო ვასრულებდი - მშენებლობა, ავეჯის გადაზიდვა, რესტორანში მზარეულობა, თეფშების რეცხვა, ინსტალაცია, სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი. აქ რომ ჩამოდიხარ, ეგო შესასვლელში, კართან უნდა დატოვო და შემოხვიდე. პრინციპში, მე არაფერი პრობლემა მქონია. ჩამოსვლიდან მეხუთე დღესვე მუშაობდა დავიწყე საკმაოდ მძიმე სამსახურში. საქართველოში თქმა გვიყვარს, რომ ქართველები ზარმაცები არიან, მუშაობა არ უნდა და ა.შ. აქ ჩემთვის ეს მითი სრულიად დაიმსხვრა. ნებისმიერ კომპანიაში, სადაც მიმუშავია და მუშაობენ ქართველები, მათი გუნდი ყოველთვის ყველაზე მაგრად მუშაობს. ამას ყოველგვარი გადაჭარბების გამო ვამბობ. ადამიანი როცა ხედავს, რომ მისი შრომა ფასდება, მუშაობს და იღებს ამის ეკვივალენტს, მუშაობს კი არა, ყველაზე მაგრად მუშაობს“ - თქვა სამორი ბალდემ „ნოესთან“.