ცენტრალურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი, „ფუეგო" ამოიფრქვა

ვულკანი

ცენტრალურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი, „ფუეგო" ამოიფრქვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

2018 წელს, „ფუეგოს "ამოფრქვევის შედეგად ლავის მდინარეებმა სოფელი „სან მიგელ ლოს ლოტესი" გაანადგურა, დაიღუპა 215 ადამიანი.

ვულკანის ხელახლა ამოქმედების შემდეგ, გვატემალის ხელისუფლებამ უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინა და მოსახლეუბას ევაკუაციაში დაეხმარა, ასევე დაიკეტა ქვეყნის უდიდესი აეროპორტი.

გვატემალის ვულკანოლოგიური ინსტიტუტის განაცხადებით, ლავის აქტივობა უკვე შემცირებულია.