„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე...“ - მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772569424
მარტოხელა მამა ვარ. 4 შვილი მყავს, პირველ ორთან ეს სირთულეები არ გამივლია. ყოველთვის მინდოდა ბავშვის დაბანა, მაგრამ ქალები არ მაკარებდნენ ხოლმე - არ გაგივარდესო. არ მენდობოდნენ,- ამის შესახებ მსახიობი გიორგი ყიფშიძე გვანცა დარასელიას პოდკასტში საუბრობს:
„სადღაც 8 საათზე ვიღვიძებ ყოველ დილას, ვამზადებ გარემოს ბავშვების გასაღვიძებლად, მოვწესრიგდები და ვიწყებ ნახევრად გაღვიძებული ბავშვების ჩაცმას, რომ ბაღში წავიყვანო. ბაღში რომ მივიყვან, მერე ვრეცხავ ბავშვების სარეცხს. ძალიან ბევრი მიგროვდება, 2-3 ჩართვა სარეცხის მანქანის ყოველდღე.
კვებას რაც შეეხება, ყველაფერს ჭამენ. ეკრანებზე დამოკიდებულებას ვერ ვებრძვი. თვითონვე იბეზრებენ და მერე სხვა სათამაშოებით თამაშობენ. მე არ ვართმევ, თვითონ ბეზრდებათ. უფრო ჭამის დროს და ძილის წინ აქვთ გაჯეტები.
ბაღში თუ არ წავიდნენ, იმ დღეს დაღუპული ვარ, ვერ ხარჯავენ ენერგიებს. ხოცავენ ერთმანეთს, ორი ვიკინგი დარბის ერთმანეთის მოსაკლავად. თუ ბაღიდან მოდიან 6 საათზე, 7-ზე უკვე ეძინებათ და არ მჯერა ხოლმე. უფროსი დილამდე აბამს ძილს, პატარა მალე იღვიძებს.
როცა იძინებენ და სიჩუმე დაისადგურებს, სიმშვიდით ვტკბები და ბედნიერი ვარ.