ცნობილია დამკვეთები - ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმე შსს-მ გახსნა
1755007150
რამდენიმე მუნიციპალიტეტში ვითარება რთულია და სოფლების ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ცოცხალი ძალით ცდილობენ მათთვის საჭირო საკვებისა თუ მედიკამენტების მიწოდებას.
ასევე, სოფლების ნაწილს კვლავ არ მიეწოდება ელექტროენერგია. რეგიონში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები მძიმე ტექნიკით.
"ვფიქრობთ, რომ მაქსიმუმ 2-3 დღეში ჩვენ მთლიანად გვექნება დასრულებული გზების სრულად გახსნა. ელექტროენერგია მიეწოდება მთლიანად მუნიციპალიტეტს, სულ 500 აბონენტს აქვს შეზღუდული ელექტროენერგიის მიწოდება. გაზი მიეწოდება აბსოლუტურად ყველას. ყველა სოფლის მაცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობასთან კომუნიკაცია არის ყოველდღიური, ვეხმარებით ყველას, ვინც საჭიროებს", - აცხადებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი.