ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა.
ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. ბავშვის ბებია ამბობს, რომ ექიმებმა რეაგირება დააგვიანეს.
„თბილისში უნდა წაგვეყვანა უკვე ძალიან ცუდად იყო. რომ შევიყვანეთ ბავშვი ხელში მეჭირა. გამოვიდა ექიმი, უი ჩუტყვავილა აქვს აქ როგორ მივიღოვო. ვეუბნები ექიმს, ჩქარა ცუდად არის ან გადასხმა გაუკეთეთ ან რამე-მეთქი. მოიცა, ჯერ ისტორია უნდა შევავსოვო...
გონება დაკარგა ბავშვმა, გული გაუჩერდა, დედას ჩააკვდა ხელებში...“- ამბობს ბავშვის ბებია.
გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
რაც შეეხება კლინიკას, „გორმედის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.