დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თავდაცვის ყოფილი მინისტრი , ირაკლი ალასანია იუბილარია. მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე იუბილეს სახალისო პოსტით ულოცავს.
„კოვბოის დაბადების დღეა. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მომენტია, ლოპოტაზე რომ კაი გოგოებს დაინახავს ბარში და კვანწვით შედის ვისკის შესაკვეთად და უცაბედად, მოწმენდილ ცაზე, მანამდე უხილავი კუნჭულიდან გამოენთება ჩემი დაქალის ბაღანა ვატო სიხარულის ყიჟინით - “ირაკლი ბაბუა!” და შეახტება კისერზე. “ბაბუკა!” ეჭვიანი თინაც არ დააყოვნებს და ჩამოეკონწიალება და ყლუპ, უცებ რომ გადაკრავს ბოვშებასხმული ჩივას ას გრამს. სერიოზულად კი ძვირფასი კაცია, გინა ბიჭი. იყოს კიდევ ასი წელი“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.