„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემზე ადრე წავიდოდა... გიორგის წასვლის შემდეგ ჩემში საერთოდ ახალი ადამიანი დაიბადა“ - თამუნა მდივანი

თამუნა მდივანი

მსახიობი თამუნა მდივანი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ, შვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საკუთარ ემოციებზე საუბრობს.

„გიორგის წასვლის შემდეგ ჩემში საერთოდ ახალი ადამიანი დაიბადა, ჩემს სხეულში... სულ ამოყირავდა ყველაფერი. რაზეც ადრე ვნერვიულობდი, ახლა ვფიქრობ, რა მანერვიულებდა?! ერთადერთი, რაზეც ახლა ვნერვიულობ, რამე ისეთი არ გავაკეთო, რომ გიორგის სულს ვავნო, ან საკუთარს... მივხვდი, რომ ჩვენზე საერთოდ არაფერი არის დამოკიდებული. რაც უფრო მეტად მივანდობთ უფალს ჩვენს თავს, მივენდობით, უფრო მეტი სიმშვიდე მოდის...“ - ამბობს თამუნა მდივანი.

გიორგი მდივანი 29 აპრილს გარდაიცვალა. 

ვიდეო ნახეთ ვრცლად ↓

@tamunamdivani7 Replying to @ნინია ♬ original sound - თამუნა მდივანი