მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს - ამინდი ევროპის ქვეყნებში
1751126406
ვენესუელის უმაღლესმა სასამართლომ TikTok-ი 10 მილიონი დოლარით დააჯარიმა. განჩინებაში წერია, რომ ვრცელდება ისეთი გამოწვევები, რომლებიც არასრულწლოვანებისთვის საზიანოა, სოციალურ ქსელს კი პროცესის მართვის ბერკეტი არ აქვს.
TikTok-ს, ჯარიმის გადასახდელად, 8 დღე აქვს. ინიციატივით ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ნოემბერში გამოვიდა. მაშინ მან 2 ბავშვის გარდაცვალებაზე ისაუბრა და თქვა, რომ სოციალური ქსელი არასრულწლოვანებისთვის უნდა აიკრძალოს.