„ველოდებით შტორმულ ღელვას... იქნება ყინვაც...“ - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

amindi- yinva

საქართველოში, ამ დროისთვის, ნალექიანი ამინდია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ კვირას ქვეყანაში სიცივე იქნება, მოსალოდნელია ყინვაც. 

იმის გასაგებად, თუ როდემდე გაგრძელდება ასეთი ამინდი,  „პრაიმტაიმი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს დაუკავშირდა.

„ზოგადად, ეს კვირა ცივი იქნება. ნალექს რაც შეეხება, დღეს უფრო აღმოსავლეთ საქართველოსა და მაღალ მთებშია მოსალოდნელი თოვლი. ბარშიც ნალექი უმეტესად თოვლის სახით მოვა. ამაღამ, უკვე ველოდებით შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას და დასავლეთის მთაშიც ძლიერი თოვა იქნება, გაძლიერდება ზღვაზე ქარბუქი, ხვალ შტორმულ ღელვასაც ვვარაუდობთ.

ეს უამინდობა გაგრძელდება 8 თებერვლის შუადღემდე. შემდეგ ნალექი შეწყდება და უკვე მოსალოდნელია სიცივეები. ჯერჯერობით ჯერ მხოლოდ 8 თებერვლამდე გვაქვს პროგნოზი. ზოგადად, კვირის ბოლომდე ცივი ამინდები შენარჩუნდება.

რაც შეეხება ყინვას, ყინვებიც იქნება. ამაღამ ყინვაა მოსალოდნელი ჯერჯერობით მთაში და მაღალ მთაში. ბარში ველოდებით -2, -3 გრადუსს. თბილისში 0 ან +1 გრადუსის ფარგლებში. ყინვები უფრო დაიწყება 9 რიცხვიდან. უახლოესი პროგნოზი 8 რიცხვის შემდეგ უფრო დაზუსტდება“,- განმარტავენ სააგენტოში.