„საუკუნის ძარცვა“ ქართულად - 132 ოქროს ზოდის მოპარვის საქმე 15 წლის შემდეგ გაიხსნა
1741849662
ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც შვილს მიმართავს.
„დე, ჩემო სუნთქვა, თუ იმის გამო გიჭირს მოსვლა, რომ კითხვები იქნება და ვინმე ვერ გაგიგებს, არ იდარდო. არაფერი გაგიკეთებია ისეთი, რომ გიჭირდეს მოსვლა. შენ კი არა, ჩვენ გვაპატიე, თუ რამე ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც შენ გულს გაუხარდება. გვაპატიე მეც და მამასაც, ოღონდ შენ მოდი, დე... შენი და შენი ძმების სიცოცხლეზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არაფერია, დე“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.