„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა...“ - საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
1791920869
სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ლელა ჩხაბერიძე მძიმე სენს ებრძოდა...
„ვარდისფერ ოქტომბერში, როცა მთელი მსოფლიო მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ქალებს იხსენებს, როცა ვარდისფერი ლენტი იმედის, გამბედაობისა და სიცოცხლის სიმბოლოა - შენ გაფრინდი....
გაფრინდი და გაიყოლე შენი ძმის ცხოვრების ნაწილიც...
თქვენი ბავშვობის სითბო, თქვენი მოგონებების ყველაზე ძვირფასი ფურცლები და ის უხილავი ძაფი, რომელიც მხოლოდ და-ძმას შორის არსებულ სიყვარულს აერთიანებს...
შენ აღარ ხარ შენი ძმის თვალწინ, მაგრამ ვხედავ როგორ გაჩნდი მის ყოველ ამოსუნთქვაში - ყოველ ჩუმ ამოოხვრამდე....
მის დუმილშიც კი უსასრულო გლოვა იმალება...
შენ მისთვის იქეცი ვარსკვლავად, რომელიც მუდამ გაანათებს...
ლოცვად, რომელსაც ჩუმად გულში ყოველთვის წარმოთქვამს...
ტკივილად, რომელსაც ამქვეყნიური შეწყვეტილი დაძმობის სახელი ჰქვია...
გაფრინდი იქ, სადაც ტკივილი აღარ არსებობს…
გაფრინდი, არა დამარცხებული, არამედ როგორც მებრძოლი და მამაცი...
გული მწყდება, რომ დატოვე ბევრი აუხდენელი ოცნება და უამრავი უთქმელი სიტყვა… ოჯახის ტკივილის შემსუბუქება არ შემიძლია, ვერც შენს ადგილს დავიკავებ, მაგრამ გპირდები, დედის ცრემლების, მამის უთქმელი დარდისა და ძმის გულისტკივილის გვერდით ვიქნები... მათი იმედი და ძლიერი საყრდენი გავხდები...“, - წერს ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში.