ვალენტინობასთან განსაკუთრებული არაფერი მაკავშირებს, ეს ჩვენი მოგონილი ისტორიებია - ვახტანგ მეგრელიშვილი

მეგრელიშვილი

დღეს ვალენტინობაა, სიყვარულის დღე. ამ დღეს შეყვარებული წყვილები განსაკუთრებულად აღნიშნავენ, დღესასწაულს ერთმანეთს ულოცავენ და მეწყვილეს სხვადასხვა სახის საჩუქარს ჩუქნიან.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, არის თუ არა სიყვარულის დღე ქართველი პოლიტიკოსებისთვის განსაკუთრებული და აქვთ თუ არა მათ დღესასწაულის აღნიშვნის განსხვავებული ტრადიცია.

როგორც „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ამ დღესასწაულთან განსაკუთრებული არაფერი აკავშირებს.

„50 წლის ვარ და შეიძლება, რაღაც მოგონებები მქონდეს, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული ამ დღესასწაულთან არ მაკავშირებს. თქვენ რომ არ გეხსენებინათ, არც მახსოვდა. ეს ჩვენი მოგონილი ისტორიებია, რომელშიც ვცხოვრობთ. ახალი წელი ხომ ჩვენ მოვიგონეთ, მაგრამ ხომ გვჯერა. ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

სიყვარულის დღე — დღესასწაული 14 თებერვალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, თუმცა უმეტეს ქვეყანაში არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული არაა.

ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა.

ახლა 14 თებერვალს, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ.