„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
1764620999
ვაკის რაიონის გამგეობამ ჭავჭავაძის გამზირის N39-ში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები დაასრულა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მისამართზე მდებარე, დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობის ეზოში განახლდა დასასვენებელი სივრცე. მოეწყო სკვერი და სპორტული მოედანი, ეზოში განთავსდა საბავშვო-გასართობი მოედანი, მოსასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა. ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები – დაირგო 146 ძირი ხე-მცენარე. დასასვენებელი სივრცის გარშემო დაიგო ასფალტის ახალი საფარი.
თბილისის მერიის ცნობით, ამასთანავე, ამხანაგობის მომართვის საფუძველზე, განახლდა კორპუსის სამი სადარბაზოს ლიფტები, საერთო სარგებლობის გარე კიბე და მოწესრიგდა წყალარინების ქსელი.
„სარეაბილიტაციო პროექტების ჯამურმა ღირებულებამ, დაახლოებით, 1 300 000 ლარი შეადგინა. შესრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, მაჟორიტარ დეპუტატებთან ზურაბ რურუასთან და ალექსანდრე ასათიანთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.