პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსახიობი დავით აბაშიძე ზურა ყიფშიძესთან დაკავშირებულ ინსტორიას იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ალბათ, ზურას არ ახსოვს. 1990-იანი წლებია, კაცის თავი ასი ლარი რომ ღირს… მე და ჩემს მეგობარს შუაღამეზე მოგვიწია აეროპორტში წასვლა ჩემი მეგობრის დისშვილის დასახვედრად. რეისი არ ჩამოფრინდა. მოვდივართ უკან, გაპარტახებული, ჩამქრალი, გაკუნაპეტებული თბილისისკენ და შევხტით ბორდიურზე… მანქანას დედა აღარ ჰყავს… საშინელი დროა, მანქანის კი არა, ველოსიპეტის გულისთვის შეიძლება სისხლი დაიღვაროს… შევეგუეთ სიტუაციას, გუნებაში გამოვემშვიდობეთ ახლობლებს და გამოვედით გზაზე დახმარების სათხოვნელად… კანტი-კუნტად დაქრიან ფანჯრებიდან ავტომატის ლულაგადმოყოფილი მანქანები… კაცი ძაღლად არ გვაგდებს…
უცებ ჩერდება, თუ არ ვცდები, “მოსკვიჩი” და გადმოდის ზურა ყიფშიძე… ზურამ მაპატიოს, მაგრამ, ქალაქში ისეთი უბედურება ტრიალებს, იდიოტის გარდა უცნობი მანქანის დასახმარებლად კაცი გამჩერებელი არაა, და სამწუხაროდ, ვერც გაამტყუნებ. ეს სხვა ხალხი აღმოჩნდა: ზურა ყიფშიძე, თუ არ ვცდები, ზაზა ორაშვილი და ორი მეგობარი…
ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ამ ხალხმა უცნობი ხალხის (ჩემი და ჩემი მეგობრის) გულისთვის, უყოყმანოდ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ თავისი სიცოცხლე. გადაგვყვნენ თავზე, ბუქსირით გადაგვაყვანინეს მანქანა, გამოუძახეს მათიან ხელოსანს (ღამის სამ საათზე) და ჩააბარეს მანქანა. მე და ჩემს მეგობარს ისღა დაგვრჩენოდა, გაშტერებული ვმდგარიყავით და მათთვის გვედევნებინა თვალყური… მას მერე, ყოველთვის, როცა ზურა ყიფშიძის შემოქმედებასა და მის საოცარ ტალანტზე საუბარს წავაწყდები, მინდა ვიყვირო! ქართული ხელოვნებისათვის ზურა რომ “ნახოდკაა” ცხადია! მაგრამ ზურა “ნახოდკაა” კაცობის თვალსაზრისით და რომელი საწყისია მასში მთავარი, მე მიჭირს დავადგინო! გაიხარე ბატონო ზურა!“ - წერს დავით აბაშიძე.
ასევე წაიკითხეთ:
VIDEO: „ძალიან რთული ხილვა მქონდა...“ - ეზოთერიკოსი მიმართვას ავრცელებს