რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
2022 წელს გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის, ზაზა ლორიას შვილი შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მფრინავი მაშველების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. ანა ლორია სოციალურ ქსელში წერს:
„ამერიკის შეერთებული შტატები.
2 თვის წინ ღამის 9 საათზე ვაშინგტონში ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგად 11 ადამიანი და ერთი ძაღლი ჩარჩა ტერიტორიაზე. ქარის ფატორის გამო, უსაფრთხოების მიზნით ვერ მოხერხდა ღამის ფრენებზე ვერტმფრენის გაგზავნა. 12 საათის შემდეგ, გამთენიისას მოხდა მათი ევაკუაცია.
ნეტა თუ ჩაქოლეს და "მაშველებს ეძინათ?" ეძახეს?
ნეტა თუ მიწასთან გაასწორეს, რატომ ერთ საათში არ მოფრინდნენო? ნეტა მამაჩემს რომ შარშან გამოეცხადებინა, უსაფრთხოების მიზნით ვერ გაფრინდება ვერტმფრენი და წამოსულიყო ჩემთან, რას უზამდნენ? ნეტა თუ ცოცხლად დამარხავდნენ იმ 7 ადამიანთან ერთად! ნეტა თუ კარგია, რომ შეაკლა თავი?!
ბორჯომის ხანძრების დროს თურქეთის ავიაცია დაიქირავეს დასახმარებლად! 4 საათი იფრინეს და გააჩერეს ვერტმფრენები. ძლიერი დაკვამლიაანების გამო პილოტების უსაფრთხოების მიზნით მეტს ვერ ვიფრენთო. მამაჩემი და მისი ეკიპაჟი გათენებიდან მზის ბოლო სხივამდე ენაგადმოგდებულები რომ დაფრინავდნენ, დღის ბოლოს ფეხზე რომ ვეღარ იდგნენ ისმენდნენ, რატომ შეაჩერეს ღამის ფრენებიო!
გაბრაზებულმა რომ ავდექი და ვუთხარი, ხოდა, რა თავს იკლავთ, დაგესვენათ და გეთქვათ თქვენც უსაფრთხოების მიზნით ვეღარ გავფრინდებითო: "ჩემი ქვეყნის ტყე იწვის, მაგათ რა ადარდებთ" მივიღე პასუხად!
მამაჩემის პანაშვიდებზე მოსულ ბიჭებს სულ გულის ფიცარში რომ ვურტყი მუჯლუგუნები, არ გაბედოთ მისხალი რისკის ფასად არსად გაფრენა-თქო, ორსიტყვიანი პასუხი გამცეს: "აბა როგორ?"
მთელი ბავშვობა, ყოველ დილით რომ შუბლზეკოცნით გვემშვიდობებოდა, მამაჩემი ოჯახის თითოეულ წევრს, წასვლის წინ კარზე გაკრულ "სახლიდან გასვლის წინ ლოცვას" რომ კითხულობდა, ოჯახის ტრადიცია მეგონა. მოზრდილმა რომ ვკითხე, რატომ აკეთბდა ამას? "მე ისეთი პროფესია მაქვს, კარს რომ მოვიხურავ, უკან დავბრუნდები თუ არა, არ ვიცი" მივიღე პასუხად. განაგრძეთ კითხვა
ასევე ნახეთ:
VIDEO: „3 აგვისტო, ასე დაიწყო...“ - შემზარავი კადრები შოვიდან, რომელიც ახლა გავრცელდა