გელა დაიაური სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1774726930
"მორწმუნე ადამიანისთვის პატრიარქის ეს ქმედება მთელი ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა განაცხადა, რითაც ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
დეკანოზის შეფასებით, ილიამ მეორემ ალბათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოში შესაბამისი უნარები დაინახა.
"[გადაწყვეტილებას] უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მიერ, მისი მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება. ეს ისეთი რკინის, ურყევი სულიერი წყობა და ლოგიკაა, რომელიც მორწმუნე ადამიანისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. სინოდის ყველა წევრი თითქმის, უწმინდესის კურთხეულია, ხელდასხმულია მღვდელმთავრად და ყველა წევრს, უმრავლესობას ბავშვობიდან იცნობს, მათ შორის მეუფე შიოსაც. ყველა მღვდელმთავარს და სასულიერო პირს თავიანთი ღირსება აქვთ. ალბათ, მეუფე შიოში დაინახა სწორედ ის უნარები, ის თვისებები, რომლის ნაყოფიც ვნახეთ - ცხრა წლის განმავლობაში ის პირუთვნელად იცავდა კურთხევას და მორჩილებას მისი უწმინდესობისას," - აღნიშნა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.