ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
ცნობილი შეფმზარეული, ლუკა ნაჭყებია Kotcast•კოტკასტს სტუმარობდა. როგორც ის ამბობს, უსაფუარო პური არ არსებობს.
„პურებში არის ეგეთი რაღაც, ნაკლებ ბოროტებას ირჩევ ბოროტებებიდან, ეგ მომენტია. ცეხვილი ფქვილი არის ნაკლები ბოროტება. ფქვილზე საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ ძალიან ბევრი ფქვილი შემოდის, ძალიან დაბალი ხარისხის…
ნუ გეშინიათ საფუარის ზოგადად, ძალიან ბევრჯერ გამიგია „უსაფუარო პური“. ჯერ ეს ერთი, უსაფუარო პური – ეგეთი მოვლენა არ არსებობს, ანუ პური თავისთავად საფუარიანია. პურის დეფინიცია არის სამი ინგრედიენტი, ფქვილი, საფუარი და წყალი.
მაშინ პური აღარ არის. საფუარი დიდი ალბათობით ყველაზე ჯანსაღი რაღაცაა პურში. ფქვილთან, ზეთთან, მარილთან, შაქართან მიმართებით რომ ავიღოთ, ის საფუარი ისე განვითარდა, კი, მართალია იხოცება ცხობის დროს მაგრამ, ის ნარჩენიც კი მაინც ამინომჟავებია, სოკოა, ამიტომ მავნებლობა თავისთავად საფუარს არ აქვს. ვიღაცამ ალბათ ერთხელ ნახა როგორ კეთდება საფუარი სპირტის ქარხნებში, არის საშინელი სანახაობა, რადგან ლორწოს ჰგავს უბედურს…“, – ამბობს შეფმზარეული.
რა ვითარებაა რიკოთზე – ვრცელდება კადრები
1768331050