ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ირინა ქიქოძეს სტუმრობდა პოდკასტში "მერე?"
მომღერალმა პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებზე, დედობაზე, ოჯახსა და კარიერაზე ისაუბრა:
„მამაჩემი ფანტასტიურად უკრავდა, გიჟდებოდა ჯაზზე, სიცოცხლის ბოლომდე სულ რაღაცას უსმენდა, მიყვებოდა, უკრავდა. მამიდაჩემიც არაჩვეულებრივად მღერის და რომ ჰქონოდა ამბიცია დიდ სცენაზე სიმღერის, არანაკლები მომღერალი იქნებოდა. ჩემს დიდ ბაბუაზე ამბობდნენ, რომ ფანტასტიური საოპერო ხმა ჰქონდა. ამიტომ სულ ვყვები ყველგან, როცა გენეტიკაზეა საუბარი, რომ ის მხარე არ დაიჩაგროს. მათი სისხლი მიჩქეფს, ვიზუალურადაც უფრო მამაჩემს ვგავარ, ხასიათითაც, ქუთათელაძე ვარ ყველაფრით. მაგრამ რადგან ნანი და ეკა ცნობილები არიან, ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ აქედან არის ეს მიდრეკილება. რაც თავი მახსოვს, ბუნებრივად მოხდა ისე, რომ უნდა მემღერა. არავის არასდროს არ უკითხავს, მინდოდა თუ არა. 30 წლის ასაკში ვკითხე კიდეც საკუთარ თავს, ნამდვილად მინდოდა? ახლა მინდა? ეს კითხვა გამიჩნდა განსაკუთრებით მას მერე, რაც შვილი გამიჩნდა. როცა გაჩნდა სხვა პრიორიტეტი და აღმოჩნდა, რომ შენი საქმის გარდა, არის სხვა რამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, იქნება ეს შვილი, ქმარი, ოჯახი და ა.შ.
ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა
1768335562