„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ადვოკატი მაგდა შინჯიკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, საუბრობს თემაზე უქმდება თუ არა 2021 წლამდე აღებული სესხები.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოხდება 2021 წლამდე აღებული სესხების ჩამოწერა, გაუქმება. მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
არ არსებობს არც ერთი ოფიციალური წყარო, რომელიც ამ ინფორმაციას გაავრცელებს ან დაადასტურებს. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, რომ არ შეწყვიტოთ თქვენი სასესხო ვალდებულების შესრულება. გააგრძელოთ სესხის გადახდა იმისთვის, რომ უფრო მეტი პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეთ“, - ამბობს ადვოკატი მაგდა შინჯიკაშვილი.
ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, 65 340 ფიზიკურ პირს 423 141 969,65 ლარი უკვე ჩამოეწერა.
მათივე ცნობით, დავალიანების ჩამოწერის შემდგომ, ფიზიკური პირის მიმართ გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები – საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა.შ. ავტომატურად გაუქმდება.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად www.rs.ge პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით (62 553 ფიზიკურ პირზე 282 601 018,12 ლარი), ასევე პირადი (2 787 ფიზიკურ პირზე 140 540 951,53 ლარი) მომართვის საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის ინიციატივა შეეხება გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე სუბიექტებს და პროცესი გულისხმობს, იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების, დარიცხული საურავების ჩათვლით ჩამოწერას, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე.
@lawyermagda 📎 უქმდება თუ არა სესხები?! #სესხი #ადვოკატი #გაუქმება #ვალდებულება #ბანკი #ხეკშეკრულება #იურისტი #უფლება #Foryou #საქართველო🇬🇪 #საქართველო #თბილისი #ბათუმი #რუსთავი #გორი #თელავი #გურჯაანი #ქუთაისი ♬ original sound - ადვოკატი მაგდა შინჯიკაშვილი