„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპულ მაშველს გიორგი მარგიანს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
გიორგი მარგიანის მეუღლე თეონა ბუცხრიკიძე „ღამის პრაიმთაიმთან“ ამბობს, რომ ბავშვები მამის გარეშე ყოფნას განსაკუთრებულად განიცდიან.
„ვიცოდი, რომ ყოველთვის რისკზე მიდიოდა, მაგრამ მე პატივს ვცემდი და ყოველთვის მეამაყებოდა გიორგის პროფესია.
ორი შვილი დაგვრჩა, ხუთი წლის და სამის. ლიზის უნდა, მამასავით გადაარჩინოს ხალხი, უნდა, რომ ექიმი გამოვიდეს. ძალიან ენატრება და ძალიან დასტრესილია, სულ განიცდის. სულ მეუბნება, მოდი დავურეკოთ, არ გაინტერესებს ვინ გვიპასუხებს? ეს პატარაც სულ მთხოვს, მოდი მამა მაყურებინე, ძალიან უჭირთ...“, - ამბობს გიორგი მარგიანის მეუღლე თეონა ბუცხრიკიძე.